შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე და 140-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას და 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლები 9 და 12 წლის გოგონები არიან.