კორონავირუსის 3988 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1699, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 658
შიდა ქართლი – 312
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 301
აჭარა – 239
ქვემო ქართლი – 215
კახეთი – 170
გურია – 158
მცხეთა-მთიანეთი – 131
სამცხე-ჯავახეთი – 72
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33
დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 40 964 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 33 814 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 5999 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 1479 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი;
- 1151 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული.
ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 36 926 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 894 801 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 840 985 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 12 826 კი გარდაიცვალა.