weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თბილისი-საგარეჯოს ახალი გზის 31.5 კილომეტრის მშენებლობაზე ხელშეკრულებები გაფორმდა 

14:45 სამშაბათი, 14 დეკემბერი 2021

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის ძირითად, 31.5-კილომეტრიან მონაკვეთს ჩინური და თურქული კომპანიები ააშენებენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულება დღეს გააფორმა. 

თბილისი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის პირველი ლოტი ვაზიანი-საგარეჯოს გზის 23.8-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს და მას China Road and Bridge Corporation-ი 313 378 683 ლარად ააშენებს. პირველი ლოტის მშენებლობა 30 თვეში უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება მეორე ლოტს, მისი სიგრძე 7.66 კილომეტრია და საგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობას გულისხმობს. სამშენებლო სამუშაოებს ერთობლივი საწარმო Gocay Insaat Taahhut ve Ticaret Anonim Sirketi და Maqro Construction LLC შეასრულებს. გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 149 902 365 ლარია, ხოლო სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა 24 თვეს შეადგენს. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა აშენდება. მონაკვეთი სამ ლოტად არის დაყოფილი, საიდანაც ერთ ლოტს – თბილისი-ვაზიანის შემოვლით 3.7-კილომეტრიან გზას ქართული კომპანია შპს „New Road“ ააშენებს. სამუშაოების ღირებულება 64 მილიონ ლარამდეა. 

მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. არსებული გზა მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში – ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო – გადის. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს გადაადგილების დროს. 

„ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა და მისი მშენებლობის შედეგად, მგზავრობის დრო კახეთის მიმართულებით განახევრდება. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას და გაზრდის საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობას“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]