weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები გურჯაანელ ახალგაზრდებს შეხვდენენ  

17:22 სამშაბათი, 14 დეკემბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მარკეტინგის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი თაქთაქიშვილი და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კომუნიკაციის ჯგუფის წევრი ნინო სარაშვილი, გურჯაანელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.

ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში გამართული საინფორმაციო შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა კამპანიებში მათი ჩართვა იყო.

ახალგაზრდებმა სპიკერებს თავიანთი იდეები გააცნეს ვაქცინაციის კამპანიის შესახებ და სურვილი გამოთქვეს, მათ სკოლებშიც გაიმართოს მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მყოფი ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი ორჯერადად ვაქცინირებულია.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]