დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 3278 ახალი შემთხვევიდან 1444 თბილისში დაფიქსირდა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 472
შიდა ქართლი – 286
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 231
აჭარა – 189
კახეთი – 188
ქვემო ქართლი – 175
სამცხე-ჯავახეთი – 103
მცხეთა-მთიანეთი – 86
გურია – 81
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23
დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 40 299 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 33 268 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 5887 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 1472 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი;
- 1144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი სულ 898 079 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 844 875 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 879 კი გარდაიცვალა.