weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქალქ გურჯაანში „განახლებული რეგიონების” პროექტი გრძელდება

11:44 ოთხშაბათი, 15 დეკემბერი 2021

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონები“ კახეთში აქტიურად მიმდინარეობს.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან ლილუაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი ქ. გურჯაანში, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, ქ. გურჯაანში, სრული რეაბილიტაცია უტარდება ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადებს, საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ბანკებს, მიმდინარე სამუშაოების დასრულების შედეგად, სრულად შეიცვლება ქალაქის ცენტრალური ნაწილის იერსახე და მიმზიდველი გახდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, გურჯაანში ჩასული ვიზიტორებისთვის. 

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]