დღეს გამოვლენილი 3123 ახალი შემთხვევიდან 1430 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 481
აჭარა – 243
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 214
შიდა ქართლი – 211
კახეთი – 160
ქვემო ქართლი – 115
მცხეთა-მთიანეთი – 96
გურია – 88
სამცხე-ჯავახეთი – 68
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17
დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 39 168 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 32 149 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 5882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე, 1476 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 325 პირი;
- 1137 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 901 202-ს შეადგენს. აქედან 849 090 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 12 918 კი გარდაიცვალა.