როგორც ბრეგაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, პროექტი, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, მსჯავრდებულებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება დისტანციური სწავლების მეთოდით და დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას.
„სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ეს დიდწილად მსჯავრდებულის მიერ სათანადო გააზრებითა და ცოდნით მიიღწევა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის თქმით, დასაქმებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა გაიზრდება.
„სამინისტროს მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, მათთვის საკუთარი შრომით შემოსავლის მიღების შესაძლებლობის გაზრდა, დამსაქმებლისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, დახარჯული ენერგია პირდაპირ აისახება საზოგადოების უსაფრთხოებაზე.
მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების სისტემის გამართვისა და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, დასაქმებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა გაიზრდება“, – აღნიშნა რატი ბერგაძემ.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში თბილისში გაიხსნება ობიექტი, სადაც მსჯავრდებულების მიერ დამზადებული პროდუქციის შეძენა იქნება შესაძლებელი.