weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობა ახალი თაობის ბიომეტრიული პასპორტის და პირადობის მოწმობის დანერგვას გეგმავს

16:56 შაბათი, 18 დეკემბერი 2021

საქართველოს მთავრობა მეოთხე თაობის ბიომეტრული პასპორტის და ახალი თაობის პირადობის მოწმობის დანერგვას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მუშაობა „ციფრულ იუსტიციის სახლზე“ გადასვლაზე, რაც წარმოადგენს იუსტიციის სახლების განვითარების თანამედროვე და ციფრულ გაგრძელებას. მუშავდება ციფრული იუსტიციის სახლის მობილური აპლიკაციაც, რომელიც უახლოეს თვეებში წარედგინება ჩვენს მოსახლეობას. მისი დახმარებით მომხმარებელი შეძლებს, ნებისმიერი სერვისი მობილური აპლიკაციის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად მიიღოს.

ასევე გეტყვით, რომ ვგეგმავთ თანამედროვე მეოთხე თაობის ბიომეტრიული პასპორტს გაკეთებას, ამას უახლოეს რამდენიმე თვეში წარვუდგენთ საზოგადოებას და ვგეგმავთ ახალი თაობის პირადობის მოწმობის დანერგვას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმები აქვს. 

„ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაწყებულია. ეს არის სამწლიანი პროექტი, რომელიც 1 200 000 ჰექტრის აზომვასა და რეგისტრაციას გულისხმობს. ასევე, გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივები ახალი პროდუქტების შექმნის მიმართულებით, ისეთი, როგორიც არის მაგალითად, კერძო სექტორი ბიზნესთან ასოცირებული სახელმწიფო სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით ისარგებლებს, ერთ სივრცეში მიღებას შეძლებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]