weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე 33 წლის მუშა დაიღუპა

17:23 შაბათი, 18 დეკემბერი 2021

სურამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მუშა, 33 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა, დღეს კი სხვა დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს და შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.

დაღუპული მუშა ხიდის კონსტრუქციაზე მუშაობდა.

„უბედური შემთხვევა მოხდა, გაუთვალისწინებელი რაღაც იყო. ეტყობა, კოორდინატები ვერ მისცეს წესიერად „კრანის“ აწევის დროს, გამოვარდა „აპალოვკა“, დაბლა გადმოაგდო ადამიანი და დაიღუპა. პირობების შექმნა გვინდა, როგორც წესი და რიგია. მაინცდამაინც ადამიანი უნდა დაიღუპოს, რომ მერე მოგვხედონ?“– განაცხადა მშენებლობაზე დასაქმებულმა ერთ-ერთმა მუშამ ჟურნალისტებთან. 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის იმ მონაკვეთის მშენებლობას, სადაც მუშა დაიღუპა, ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ ახორციელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]