დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მძიმეა 43 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დამწვრობის ცენტრის ექიმის, თეა უროტაძის ინფორმაციით, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.
„პაციენტის დიაგნოზია სხეულის თერმული დამწვრობა - 60%, დამწვრობითი შოკი და სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა“, – განაცხადა ექიმმა.
აფეთქების შემდეგ საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც ისნის რაიონის გამგებელი, ნიკა ელოშვილი ამბობს, მოქალაქეები ბინებში დაბრუნებას ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეძლებენ.