weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა 

14:35 ორშაბათი, 20 დეკემბერი 2021

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ორივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

„ჩვენ გაწვდიდით ინფორმაციას, რომ ქვეყანაში დაახლოებით ათამდე საეჭვო შემთხვევა იყო და ვიკვლევდით. უმრავლესობაში, ამ ათივე შემთხვევაში, როგორც სპეციფიური PCR ტესტებით, ისე სეკვენირებიდ დადგინდა, რომ იყო „დელტა“ და „დელტა პლუსი“. ორ შემთხვევაში დავადასტურეთ „ომიკრონის“ არსებობა. რამდენჯერმე გადამოწმდა, როგორც სეკვენირებით, ისე სპეციფიური PCR ტესტებით, რომლებიც შაბათს მივიღეთ გერმანელი პატნიორებისგან, ორ შემთხვევაში დადასტურდა „ომიკრონი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ორივე ინფიცირებული საკუთარ ბინაშია იზოლირებული და მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის ეპიდკვლევა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირებულებს კოვიდისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აქვთ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ შტამი 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, მეტად გადამდებია და უფრო ადვილად აზიანებს 40 წლამდე ადამიანებსა და ბავშვებს.

„90-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული „ომიკრონი“ . მას ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ მომავალში ეს როგორ განვითარდება, რადგან მას სწრაფი გავრცელების და გადადების უნარი აქვს, ჯერ კიდევ რთული საპროგნოზოა.

ჩვენთან ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება, მაგრამ მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება მაჩვენებლები.

რომ გითხრათ, რომ „ომიკრონის“ გამოჩენა (რომელსაც ჩვენ ველოდით, რადგან საზღვარი ვერ დაიცავს ვირუსის შემოსვლას) დაუყოვნებლივ, დღეს და ხვალ იმოქმედებს ეპიდსიტუაციაზე, მართალი არ ვიქნები – ეს ასე არ იქნება. გარკვეული სტაბილიზაციისკენ სვლა გაგრძელდება, მაგრამ ახალი შტამით ძველი, „დელტა“ შტამის ჩანაცვლებას ალბათ, 2 თვე მაინც დასჭირდება. 

ამიტომ, ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას იმის გამო, რომ „ომიკრონი“ ქვეყანაში დაფიქსირდა, არ ველოდები. ყოველ შემთხვევაში, ახალ წლამდე მაინც და შემდგომ ნელ-ნელა ალბათ, თუ გავრცელდა იმ სისწრაფით, რომელიც მას ახასიათებს, რა თქმა უნდა, იქნება დატვირთვა ჯანდაცვის სექტორზე, მაგრამ მაინც იმედი გვაქვს, რომ ძირითადად შემთხვევები უნდა იყოს ამბულატორიული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, „ომიკრონთან“ დაკავშირებით აუცილებელია „ბიუსტერიზაცია“, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ორჯერ აიცრება, უნდა გაიკეთოს „ბუსტერ“ (დამატებითი) დოზაც.

„საკოორდინაციო საბჭოზე ჩვენ შევალთ რეკომენდაციით, რომ „ბუსტერი“ ორჯერ აცრილებისთვის აუცილებელი იყოს. ხაზს ვუსვამ „ბუსტერიზაცია“ არის „ომიკრონთან“ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. დანარჩენი – რა თქმა უნდა, მთავარია პირბადის ტარება და თავშეყრებისთვის თავის არიდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]