საგზაო სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნულ უბანში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 350 მეტრი სიგრძის გზას, მოეწყო სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.
როგორც მოსახლეობამ საუბარში აღნიშნა, გასულ წლებში, განსაკუთრებით პრობლემური იყო სანიაღვრე არხის არარსებობა, რაც ძლიერი წვიმის დროს საცხოვრებელი სახლების დატბორვას იწვევდა.
სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ფენიქსმა” შეასრულა, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 172 187 ლარი დაიხარჯა.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია