weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისსა და რუსთავში აფთიაქების მფლობელები პასუხისგებაში მისცეს 

12:14 ოთხშაბათი, 22 დეკემბერი 2021

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით 5 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულები, თბილისის და რუსთავის სხვადასხვა უბანში მდებარე, მათივე მფლობელობაში არსებულ აფთიაქებში, სალიცენზიო პირობების დარღვევით ახორციელებდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას ფიზიკურ პირებზე რეცეპტის გარეშე, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას. 

„ბრალდებულებმა მიიღეს დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში ყოველგვარი რეგულაციისა და ნებართვის გარეშე შევიდა ჯამში დაახლოებით 850 000 ლარის ღირებულების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გრძელდება. დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]