weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში „ომიკრონის“ 24 შემთხვევაა დადასტურებული

13:19 ოთხშაბათი, 22 დეკემბერი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ 24 შემთხვევაა დადასტურებული.

„ყველა შემთხვევა მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის არის. პირველი ორი შემთხვევის კონტაქტების გამოკვლევა მოხდა. 

საუბარია შემთხვევებზე, რომლებიც ორშაბათს გამოცხადდა. გამოკვლევის შედეგად ვირუსი კონტაქტში მყოფ ყველა პირს დაუდასტურდა. 

ყველა ინფიცირებული ვაქცინირებულია“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, აქამდე არსებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ დღეს არსებული ვაქცინები „ომიკრონთან“ მიმართებაშიც ეფექტურია ჰოსპიტალიზაციის, დაავადების დამძიმების და სიკვდილის თავიდან აცილების კუთხით.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განსაკუთრებით მოგვიწოდებს „ბუსტერ“ დოზის მნიშვნელობაზე, რადგან ის მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმის დაცვის შესაძლებლობას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას ინფორმაციით, ხვალ არის ჩანიშნული ვაქცინაციის საბჭოს სხდომა, სადაც კიდევ ერთხელ იმსჯელებენ „ბუსრტერ“ დოზის ჩატარების ვადებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]