weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩვენი წინადადებაა, რომ სრულად აცრილად „ბუსტერიზებული“ ადამიანი ჩაითვალოს – გამყრელიძე

14:18 ოთხშაბათი, 22 დეკემბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. როგორც დღეს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განიხილავს წინადადებას, რომ სრულად აცრილად „ბუსტერიზებული“ ადამიანი ჩაითვალოს. 

„რადგან უკვე დადგენილია კვლევებით, რომ განსაკუთრებით მესამე დოზა „ფაიზერით“ საკმაოდ მაღალი დამცველობითი უნარი აღმოაჩნდა „ომიკრონის“ შტამის მიმართ, ჩვენ მივმართავთ მოსახლეობას, რაც შეიძლება სწრაფად გაიკეთონ „ბუსტერი“.

„ბუსტერიზაცია“ ითვლება ერთ-ერთ მთავარ დამცველობით მექანიზმად „ომიკრონის“ გავრცელების პრევენციისთვის. 

ამიტომ ჩვენი წინადადებაა, რასაც განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ იანვრიდან სრულად აცრილად ჩაითვალოს უკვე არა ორჯერ აცრილი, არამედ ვთქვათ, „ბუსტერიზებული“ ადამიანი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად ვერ მოხდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადების შემცირების თაობაზე იმუნიზაციის საბჭო ხვალ იმსჯელებს. 

გამყელიძის ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 54 ათასი ბუსტერ დოზაა გაკეთებული.

რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, 15 მარტის შემდეგ ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 414 722 აცრა. სრულად, ანუ ვაქცინის ორი დოზით, ვაქცინირებულია 1 096 229 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 38.2%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]