weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რიკოთის გზის მშენებლობაზე 1 ადამიანი დაიღუპა, 8 დაშავდა 

15:48 ოთხშაბათი, 22 დეკემბერი 2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში, სადაც რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, დამხმარე ნაგებობა - რკინის საამქროს კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. 

როგორც „რეგინფოს“ ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა განუცხადა, გარდაცვლილია სოფელ ვერტყვიჭალას მკვიდრი, დაახლოებით 60 წლის მამაკაცი, რომელიც ჩინურ კომპანიაში ენერგეტიკის მიმართულებით მუშაობდა. 

8 დაშავებულს შორის 5 საქართველოს მოქალაქეა, 3 კი ჩინეთის. ისინი ზესტაფონის, ხაშურის და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა რკინის კონსტრუქციის ნგრევის მიზეზი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზაციის სამუშაოებს სხვადასხვა მონაკვეთზე რამდენიმე კომპანია ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]