weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფიზიკურ პირებს სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება 2023 წლამდე არ ექნებათ

00:36 ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2021
ფოტო © Emily Lush ფოტო © Emily Lush

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილები მიიღო, რომლითაც ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან 2023 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდებიან, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა.

ცვლილება, ასევე, ითვალისწინებს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილების საკონტროლო-სალარო აპარატებით აღჭურვის ვალდებულების გადატანას ასევე ერთი წლით.

„ცვლილება ეხება 2017 წელს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვალდებულებას, რომელიც შეეხება ბაზრობის ტერიტორიაზე არასტაციონარულ სავაჭრო დახლზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატების დადგმის ვალდებულებას. 2019 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით აღნიშნული ვალდებულება გადავადდა 2022 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემოთავაზებული ცვლილებით, გთავაზობთ ამ ცვლილების გადადებას 2023 წლის 1 იანვრამდე“, - განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას ერთ-ერთმა ინიციატორმა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, გადავადება გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობით, რომელიც პანდემიის შედეგებს უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]