weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

როკის გვირაბთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად 2 რუსი სამხედრო დაიღუპა

01:26 ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2021

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, როკის გვირაბთან ზვავი ჩამოწვა, რომელმაც სამხედრო პოსტი და იქ მყოფი ხუთი რუსი სამხედრო მოსამსახურე მოიყოლა. ორი მათგანი დაღუპულია, ერთის სამძებრო სამუშაოები კი ხუთშაბათს, გამთენიისას განახლდება. მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

უბედური შემთხვევა 21 დეკემბერს, საღამოს მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 100-ზე მეტი ადამიანი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროებიდან და სამხრეთ სამხედრო ოლქიდან, ასევე რუსეთის სამაშველო დეპარტამენტის კინოლოგთა ჯგუფები და ათობით ერთეული ტექნიკა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე გაუფრთხილებლობის მუხლით აღძრა.

უბედურ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, 20 დეკემბრის 10:00 საათიდან ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე, რომელიც როკის გვირაბზე გადის და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა ჩაიკეტა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]