weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე დააკავეს

15:16 ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2021

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს დაკავებულთა გასათავისუფლებლად. 

სუს-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკაშვირებით გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებული არიან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

„ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალაბს ეკისრება. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახურშო.

ოთხი ახლად დაკავებული მოქალაქის გარდა, ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან მამუკა ჩხიკვაძე, კახაბერ ნათაძე და ვლადიმერ კანიაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]