21 დეკემბერს, საღამოს, ტრანსკავკასიურ მაგისტრალთან ზვავი ჩამოვიდა და ქვეშ მოიყოლა პოსტი, სადაც ხუთი რუსი სამხედრო იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციების შედეგად, ორი ადამიანი ზვავიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი დაიღუპა, მეხუთე ჯარისკაცის ძებნა კი გრძელდებოდა. მისი ცხედარი დღეს, დღის მეორე ნახევარში იპოვეს.
ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე, რომელიც როკის გვირაბის გავლით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას რუსეთის ფედერაციასთან აკავშირების, ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. აკრძალვა ორშაბათს, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესდა. როგორც დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, გაწმენდით სამუშაოებს ამინდი, კერძოდ, ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქი უშლის ხელს.