weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

„ბუსტერ“ დოზის ინტერვალი ყველა ვაქცინისთვის 3 თვემდე მცირდება

19:25 ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2021

ყველა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გაკეთებისთვის ინტერვალი 3 თვემდე მცირდება. შესაბამისი რეკომენდაცია დღეს იმუნიზაციის საბჭომ გასცა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რეკომენდაცია მინისტრის ბრძანებაში აისახება და მსურველები „ბუსტერ“ დოზის გაკეთებას ორშაბათიდან შეძლებენ.

გაბუნიას თქმით, კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის გავრცელებასთან ერთად აშკარად იკვეთება „ბუსტერ“ დოზების გაკეთების აუცილებლობა. 

„დღეს საბჭომ გაუწია რეკომენდაცია „ბუსტერ“ დოზის ჩატარების შესაძლებლობას უკვე მესამე თვიდან, ყველა ვაქცინისთვის.

თუ აქამდე „ბუსტერ“ დოზა შესაძლებელი იყო „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ მეორე დოზიდან 5 თვეში, ხოლო „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინების მეორე დოზის ჩატარებიდან 3 თვეში, ახლა საბჭოს რეკომენდაციაა, ნებისმიერი ვაქცინისთვის „ბუსტერ“ დოზის ჩატარება შესაძლებელი გახდეს უკვე 3 თვიდან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია „სრულად ვაქცინირებულს“ განმარტავს, როგორც 2 დოზით ვაქცინირებულს (გარდა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინისა) და საქართველოც ამ განმარტებას ეყრდონობა.

„თუ ჯანმრთელობის ჯანმრთელობის ორგანიზაციის დონეზე ეს ეს განმარტება შეიცვლება და ამას დაემატება „ბუსტერ“ დოზის აუცილებლობაც, ბუნებრივია, ჩვენც განვიხილავთ განმარტების გადახედვის საკითხს. ჯერჯერობით სრულად ვაქცინირებული ნიშნავს ორჯერ ვაქცინირებულს იმ ვაქცინებით, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. 

 

ამ თემაზე:

ჩვენი წინადადებაა, რომ სრულად აცრილად „ბუსტერიზებული“ ადამიანი ჩაითვალოს – გამყრელიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]