„მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აცხადებენ გზების დეპარლამენტში.
გუდაური-კობის გზა, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, 20 დეკემბრიდან იყო ჩაკეტილი. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 25, 26, 27 და 28 დეკემბერს გუდაურში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 26 დეკემბერს, ღამით, 19-გრადუსიანი ყინაა მოსალოდნელი, 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება, 28 დეკემბერს კი – - 12.