weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ წულუკიძეებს, ჭელიძეებსა და ანთაძეს 5 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა 

19:08 შაბათი, 25 დეკემბერი 2021
ფოტოზე - ფირუზ წულუკიძე ფოტოზე - ფირუზ წულუკიძე

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნამახვანჰესის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 7 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ელდარ ანთაძეს, ასევე ძმებს – რევაზ და ფირუზ წულუკიძეებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ხოლო ძმებს, ირაკლი და გელა ჭელიძეებს და მათ ბიძაშვილებს – 4 წლით.

რევაზ წულუკიძის მეუღლე ნარი ფუტკარაძე, რომელიც ხულოს საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატია, აცხადებს, რომ სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ესენი არიან პოლიტპატიმრები. მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებით დავალება შეასრულა, რადგან შეუძლებელი იყო დაკავებულების მიმართ ეს სასჯელი გამოეყენებინა. ხომ ამბობს პროკურეატურა, რომ ჯგუფური ჩხუბი იყო? მტკიცებულება არ აქვთ. ისეთი ვიდეოკადრები აქვთ ამოღებული, სადაც შეუძლებელია გააკრვიო, ვინმე ვინმეს ურტყამდეს“, – ამბობს ნარი ფუტკარაძე. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობაც“ გამოეხმაურა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ „რეჟიმმა შვიდ ადამიანს პროვოკაცია მოუწყო“ და იმის გამო დააპატიმრა, რომ მათ უთანხმოება ჰქონდათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და მის მამასთან, დავით რიჟვაძესთან.

„ისინი იყვნენ ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერები არ ეგუებოდნენ რეჟიმს აჭარასა და საქართველოში. მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის გამო, ეს ადამიანები დაუმსახურებელ სასჯელს იხდიან.

დიახ, მათ შესთავაზეს გასამრჯელო იმის სანაცვლოდ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ემუშავათ, რაზეც რიჟვაძეებს ძალიან მკაცრი უარი განუცხადეს ფირუზ წულუკიძემ, მისმა ძმამ და ყველა იმ ადამიანმა, ვინც ახლა ციხეშია.

წუხელ, მთელი ღამის განხილვის შემდეგ, მოსამართლემ ასე ჩუმად, წინასაახალწლოდ გამოიტანა განაჩენი“, – განაცხადა დეკანოიძემ და აღნიშნა, რომ შვიდივე პირი პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლია. 

სამართალდამცველებმა ელდარ ანთაძე, რევაზ და ფირუზ წულუკიძეები, თორნიკე, თამაზ, გელა და ირაკლი ჭელიძეები ბათუმში აპრილში დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, დაკავებულებმა 2021 წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს, ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]