გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი იქნება. მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.
სააგენტოს ცნობით, საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება. ცალკეულ რაიონებში შესაძლოა მეწყერულ-ღვარცოფული პროცესები განვითარდეს.