დღის პირველი ნახევარი საბავშვო ღონისძიებებს დაეთმო. მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ადგილობრივ ბავშვებს კი თოვლის პაპა ტკბილეულით და საჩუქრებით მასპინძლობდა.
საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა „მეკო სტუდია", გურჯაანის საბავშვო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
დღის ბოლოს გაიმართა კონცერტი დავით არჩვაძის, აჩიკო ნიჟარაძის და მაგდა ნიკოლეიშვილის მონაწილეობით.
საახალწლო ღონისძიებას პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
საახალწლო კონცერტები რეგიონებში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 24 დეკემბერს დაიწყო და 8 იანვრამდე კოვიდ რეგულაციების დაცვით გაგრძელდება.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია