weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვაქცინაციაზე 200-ლარიანი დანამატი იანვარშიც გაიცემა, ასაკობრივი ზღვარი კი 50 წლამდე დაიწევს 

12:42 სამშაბათი, 28 დეკემბერი 2021
ფოტოზე - გიორგი ღიბრაძე ფოტოზე - გიორგი ღიბრაძე

ვაქცინაციაზე 200-ლარიანი დანამატის გაცემა იანვარშიც გაგრძელდება და ასაკობრივი ზღვარი 60-დან 50 წლამდე დაიწევს. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვარში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 200-ლარიან წახალისებას 60 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის. აქვე კიდევ ერთი სიახლეა. ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50-წლამდე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამასთან, ბიუჯეტიდან გამოყოფილია იმდენი თანხა, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ყველა ადამიანი, რომელიც იქნება 50 წელს ზემოთ და აიცრება, მიიღებს 200-ლარიან წახალისებას“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღემდე სულ ჩატარებულია 2 481 500 აცრა. სრულად, ანუ ორივე დოზით ვაქცინირებულია 1 132 581 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 39.4%-ს შეადგენს. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 67 315 ადამიანს. გუშინ, 27 დეკემბერს, 13 377 ადამიანი აიცრა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]