weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახალხო დამცველის წარმომადგენლები გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ შეუშვეს

22:21 სამშაბათი, 28 დეკემბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს თანამშრომელი საბა ბრაჭველი და სახალხო დამცველის მერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად არ შეუშვეს.

საბა ბრაჭველის განმარტებით, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონის მიხედვით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, შევიდნენ და შეხვდნენ თავისუფლებააღკვეთილ პირს დახურულ დაწესებულებაში.

„ამჟამად სააკაშვილი მოთავსებულია ჰოსპიტალში, თუმცა მასზე ვრცელდება ყველა ის წესი, რომელიც ვრცელდება სხვა პატიმრებზე. ამას აუცილებლად უნდა მოყვეს სამართლებრივი რეაგირება. გუშინ, თავად პატიმრის განცხადებით, იყო არასათანადო მოპყრობის ერთ-ერთ ფაქტი, გვინდოდა ამაზე დამატებითი მტკიცებულების მოპოვება. ჩვენი არშეშვება აჩენს კითხვის ნიშნებს, ხომ არ დამძიმებულა მდგომარეობა ან ხომ არ აქვს რამე ისეთ შეზღუდვას ადგილი, რომლის შესახებაც საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია. გვითხრეს, რომ ამჟამად პაციენტს რეანიმატოლოგი მეთვალყურეობს, რეანიმატოლოგთან შეხვედრაზეც თანახმა ვიყავით, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს, არც დოკუმენტაციას გაგვაცნეს და არც პატიმარს შეგვახვედრეს“, – განაცხადა საბა ბრაჭველმა.

ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, მათი ვიზიტის მიზანი სააკაშვილის მდგომარეობის შემოწმება იყო, რათა გაეგოთ, რამდენად გამართლებული იყო მისი ციხეში გადაყვანის გადაწყვეტილება.  

„ამის ფუფუნება ნამდვილად არავის აქვს, რეანიმატოლოგი რომ დასვან პალატაში, მაგრამ რის გამოა ის იქ, არ მაქვს ინფორმაცია“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ დაახლოებით 17:30 საათზე, გორის ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს. სააკაშვილის თქმით, ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე ჰქონია. მისი ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ციხეში ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსის განსაზღვრის გარეშე მიჰყავდათ.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა დასრულდა და ის დაწესებულებიდან გაწერეს, რის შემდეგაც მასთან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ აცნობეს. ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, აღელდა, რის გამოც წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა და „შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის დროებით გადავადების შესახებ“. შეკითხვაზე, რა დროით გადაიდო სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შედეგად მიიღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]