შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, ხევში ტურისტული კომპანიის მიკროავტობუსი გადავარდა, გარდაცვლილები კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიება დასრულებულია და დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.