დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 309
აჭარა – 222
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 140
კახეთი – 135
ქვემო ქართლი – 114
შიდა ქართლი – 97
გურია – 92
მცხეთა-მთიანეთი – 49
სამცხე-ჯავახეთი – 30
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22
დღეს საქართველოში კორონავირუსის 25 793 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 20 208 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 4712 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე, 1211 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი;
- 873 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 932 641 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 893 064 გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 13 758 ადამიანი ემსხვერპლა.