weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტაქსში თამბაქოს მოწევა აიკრძალა – აკრძალვის დარღვევისთვის ჯარიმა 200 ლარია

10:24 პარასკევი, 31 დეკემბერი 2021

საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით მხარი დაუჭირა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რის შედეგადაც იანვრიდან თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსისა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაშიც.

ტაქსის მძღოლი, მესაკუთრე/მფლობელი ვალდებული იქნება შეასრულოს თამბაქოს მოწევის აკრძალვის წესები და აღკვეთოს ამ წესების შეუსრულებლობის ფაქტები.

თამბაქოს მოწევა იკრძალება ავტომობილშიც იმ დროს, როდესაც მასში არასრულწლოვანია.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა იმ ტრანსპორტში, სადაც მოწევა აკრძალულია, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმა 200 ლარია, ხოლო მესამე და შემდგომი დარღვევისთვის – 300 ლარი. 

ტაქსის მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების დარღვევის აღუკვეთელობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის ჯარიმა 600 ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]