ტაქსის მძღოლი, მესაკუთრე/მფლობელი ვალდებული იქნება შეასრულოს თამბაქოს მოწევის აკრძალვის წესები და აღკვეთოს ამ წესების შეუსრულებლობის ფაქტები.
თამბაქოს მოწევა იკრძალება ავტომობილშიც იმ დროს, როდესაც მასში არასრულწლოვანია.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა იმ ტრანსპორტში, სადაც მოწევა აკრძალულია, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმა 200 ლარია, ხოლო მესამე და შემდგომი დარღვევისთვის – 300 ლარი.
ტაქსის მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების დარღვევის აღუკვეთელობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის ჯარიმა 600 ლარია.