weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

2022 წლის მიზანი იქნება მთელი მოსახლეობის 70%-ის აცრა – გამყრელიძე

16:35 პარასკევი, 31 დეკემბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წლის ბოლოსთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მოსახლების მხოლოდ 40%-ია აცრილი, მაშინ, როდესაც 60%-ის მოცვა იყო დაგეგმილი. 

გამყრელიძის თქმით, მომავალ წელს მიზანი მთელი მოსახლეობის 70%-ის აცრა იქნება. 

„ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, არის პანდემია და ყველა უნდა ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ. ასეთი დიდი ცუნამი, ჯანდაცვითი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ამ ბრძოლაში ერთიანები უნდა ვიყოთ. თუ ვიქნებით ერთიანები, მაშინ, რა თქმა უნდა, მიზანს შევასრულებთ.

2022 წლის მიზანი იქნება 70%-ზე გასვლა, ოღონდ უკვე არა მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის, არამედ მთელი მოსახლეობის. მთელი მოსახლეობისთვის, მოგეხსნებათ, ჩვენ ჯერ ბავშვებში ძალიან აქტიურად არ გვაქვს იმუნიზაცია (უმეტეს ქვეყნებშიც ჯერჯერობით 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ეს არ არის დაწყებული და ძირითადი ოპერირება მოზრდილებზე ხდება), მაგრამ ახალი გეგმით, რომელიც სადღაც იანვრის მეორე ნახევარში დამტკიცდება სამინისტროს მიერ და შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს მიერ, ის გულისხმობს, რომ ივლისისთვის უნდა გავიდეთ 70%-იან მოცვაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 15 მარტიდან დღემდე საართველოში სულ ჩატარებულია 2 512 858 აცრა. სრულად, ანუ ორივე დოზით, ვაქცინირებულია 1 148 962 ადამიანი, რაც 18 ასაკს ზემოთ მოსახლეობის 40%-ია. ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 73 162 ადამიანს. 

ასაკობრივ რისკჯგუფებში ვაქცინაციის წახალისების მიზნით, 200 ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაიცემა. 2022 წლის იანვარში დანამატს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც 31 იანვრის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]