დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 519 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
ქვემო ქართლი – 125
აჭარა – 91
იმერეთი – 68
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 40
კახეთი – 37
გურია – 29
შიდა ქართლი – 15
მცხეთა-მთიანეთი – 13
სამცხე-ჯავახეთი – 6
დღეს ქვეყანაში ინფიცირების 21 667 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 16 388 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 4446 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1137 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი;
- 833 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 938 583 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 902 948 (96%) გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 13 942 (1.49%) ადამიანი ემსხვერპლა.