ტელეკომპანია Mega იუწყება, რომ თავდამსხმელმა 41 წლის თევდორაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან სულ მცირე ოთხჯერ ესროლა, რის შემდეგაც ავტომობილში ჩაჯდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თევდორაძე შინ 5 წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად ბრუნდებოდა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება თავდამსხმელების ადგილსამყოფელის დასადგენად. თევდორაძე საბერძნეთში 3-4 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
შოთა თევდორაძე ქუთაისიდან იყო. სააგენტო „პრაიმ კრაიმის“ ცნობით, მისი მკვლელობის შესაძლო მოტივი შესაძლოა სხვა ე.წ. კანონიერ ქურდთან, ვაჟა ბიგანიშვილთან დაპირისპირება იყოს.