weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

მიწის რეგისტრაცია ფასიანი გახდა

23:50 სამშაბათი, 04 იანვარი 2022

2022 წლის პირველი იანვრიდან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება, სპორადული (ინდივიდუალური) წესით, ფასიანი გახდა. ამასთან, იანვრამდე წარდგენილ განცხადებაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება უსასყიდლოდ დასრულდება.

2016 წლიდან საქართველოში მიწის რეგისტრაცია სისტემური და სპორადული წესით წარმოებს. რეგიონს, სადაც სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება, იუსტიციის მინისტრი ბრძანებით განსაზღვრავს. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას - საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფასოდ ახორციელებს. 

სპორადული რეგისტრაცია კი გულისხმობს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას. პირველ იანვრამდე სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება უფასო იყო. 

მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებების შედეგად, სარეგისტრაციო მომსახურებისთვის დაწესდა შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები:

  • სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება − 3 თვის ვადაში − 300 ლარი; 
  • სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაცია − 3 თვის ვადაში − 600 ლარი;
  • თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და დაინტერესებული პირი მოითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციას, დაწესებულ საფასურს (300 ლარს) ემატება 300 ლარი;
  • სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება − „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 − მე-5 პუნქტებით დადგენილ ვადაში − 300 ლარი.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ 2022-2024 წლების განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწის სისტემურ რეგისტრაციას ეტაპობრივად განახორციელებენ.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები კვლავ საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:

  • მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;
  • უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
  • გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
  • სანოტარო მედიაცია;
  • მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
  • ფაქტების კონსტატაცია;
  • მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;
  • მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საამზომველო და სარეგისტრაციო საქმიანობებს 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) განახორციელებს.

„დღეს არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში მიწების 1/3 დაურეგისტრირებელია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე ეტაპობრივად უზრუნველყოფს ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სისტემურ რეგისტრაციას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]