weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კორონავირუსის 3590 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 67 ადამიანი გარდაიცვალა

12:28 სამშაბათი, 04 იანვარი 2022

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 39 315 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 3590 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1955 ადამიანი, ხოლო 67 გარდაიცვალა.

დღეს დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1569 შემთხვევა ფიქსირდება, რეგიონების მიხედვით კი შემდეგი მონაცემებია:

იმერეთი – 505

აჭარა – 366

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 235

გურია – 222

შიდა ქართლი – 199

კახეთი – 185

ქვემო ქართლი – 149

მცხეთა-მთიანეთი – 93

სამცხე-ჯავახეთი – 42

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25

დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 23 235 მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც: 

  • 17 949 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 4394 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1111 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი;
  • 892 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 942 173 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 904 903 გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 14 009 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]