weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ოკუპანტებმა ცხინვალთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

16:15 ოთხშაბათი, 05 იანვარი 2022

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის განცხადებით, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და მომხდარზე ინფორმირებულნი არიან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას“, – აცხადებენ სუს-ში.

ამ დრომდე ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში, საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფებოდა. ხუთივე მათგანი დეკემბერში გაიტაცეს და ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასამართლომ ვლადიმერ კანიაშვილს ერთთვიანი, ხოლო კახაბერ ნათაძესა და მამუკა ჩხიკვაძეს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]