დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 2249 თბილისშია, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 495
იმერეთი – 457
შიდა ქართლი – 199
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 196
ქვემო ქართლი – 164
კახეთი – 158
გურია – 147
მცხეთა-მთიანეთი – 93
სამცხე-ჯავახეთი – 53
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23
დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 28 716 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა.
საქართველოში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსის 953 410 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. 910 540 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 14 128 ადამიანი ემსხვერპლა.