weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

აჭარასა და გურიაში გარემოში ტყვიის შემცველობაზე კვლევა ჩატარდება

10:33 ორშაბათი, 10 იანვარი 2022

არასამთავრობო ორგანიზაცია Pure EARTH - Georgia აჭარისა და გურიის მოსახლეობას ტყვიის შემცველობის კვლევას სთავაზობს. საცხოვრებელი სახლების, წყლის, ნიადაგის, საოჯახო ინვენტარის, საყოფაცხოვრებო და ოჯახში არსებული სხვა ტექნიკისა თუ ყოველდღიური სარგებლობის ნივთების კვლევა უსასყიდლოდ ჩატარდება. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, ტყვიის ოდენობის განსაზღვრა სპეციალური პორტატული აპარატის მეშვეობით XRF მეთოდით ჩატარდება. 

„2018 წელს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დახმარებით ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად მასშტაბური კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, 2-7 წლის 1578 მოზარდებში სისხლში ტყვიის გადაჭარბებული დოზა ბავშვების 41%-ს დაუფიქსირდა. გასაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა აჭარის რეგიონში გამოვლინდა. 

პროცენტული გაანგარიშებით, აჭარაში ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული ტყვიის შემცველობა აღმოაჩნდა. ჯანდაცვის საერთაშორსიო ორგანიზაციის მიერ დადგენილია, რომ ადამიანის ორგანიზმისთვის ტყვიის უსაფრთხო ნორმა არ არსებობს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ტყვია გავლენას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, ტვინზე, სისხლის მიმოქცევაზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, თირკმელებზე. ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ტყვიის მიმართ - ტყვიის მიკროსკოპულმა დოზებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს მათთვის უარყოფითი შედეგები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ტყვიის ზემოქმედების შედეგად ბავშვებში ყოველწლიურად დაახლოებით 600 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ტყვია თითქმის ყველა ადამიანის სისხლშია, რომელიც საკვებიდან, ჰაერიდან, წყლისა და ზოგიერთი სახის კერძიდან ხვდება.

კვლევის ჩატარების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ Pure EARTH-Georgia-ს საქართველოს ოფისს, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაა: 599 87 36 87; 599 98 98 16; ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან მიწერონ Facebook-გვერდზე. 

Pure Earth გლობალური არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაბინძურების პრობლემების გადაჭრა, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისა და დაცვის მიზნით. კვლევა პროექტის „დავიცვათ თითოეული ბავშვის შესაძლებლობები“ ფარგლებში ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]