weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში „ომიკრონის“ 816 შემთხვევაა დადასტურებული

11:26 ორშაბათი, 10 იანვარი 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეისთვის, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის ომიკრონის შტამით ინფიცირების 816 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 25 745 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც კორონავირუსის 2953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების 1925 ახალი შემთხვევაა თბილისში, რეგიონებში კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში (336 შემთხვევა), იმერეთსა (218 შემთხვევა) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (126 შემთხვევა) ფიქსირდება. 

ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდინფიცირების 35 363 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 29 260 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის, 4409 ინფიცირებული კი საავადმყოფოში მკურნალობს. 

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების სულ 962 827 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 913 528 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 14 218 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]