გამგებლის წარმომადგენლის, ნუცა პაპავას თქმით, დაიწვა ეკლესიაში არსებული ძველი ხატებიც.
ხანძარი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და მეხანძრეებმა ჩააქრეს.
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია მე-19 საუკუნეში რუსების მიერ არის აშენებული. როგორც "რეგინფოს" გამგეობაში უთხრეს, რამდენიმე წლის წინ ეკლესიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.