weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Air Serbia-მ რუკაზე საქართველო წაშალა და რუსეთის შემადგენლობაში მოაქცია 

14:13 სამშაბათი, 11 იანვარი 2022

სერბეთის ეროვნული ავიაკომპანია Air Serbia- სამგზავრო ჟურნალში საქართველოს, როგორც ცალკე სახელმწიფოს, საზღვრები წაშლილია და ქვეყანის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია მოქცეული. ამის შესახებ თავდაპირველად ბლოგზე Live and Let’s Fly დაიწერა.

ჟურნალში დაბეჭდილი რუკის ფოტო Twitter-ზე 9 იანვარს გამოაქვეყნეს. მასზე არც თბილისია მონიშნული - სომხეთის დედაქალაქ ერევნისა და თურქეთის ქალაქ ტრაპიზონისგან განსხვავებით. 

Twitter-ზე @hankhank213-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტო

Air Serbia, რომლის წილების 82%-ს სახელმწიფო ფლობს, აცხადებს, რომ „აშკარა შეცდომის“ შესახებ გამომცემელი უკვე ინფორმირებულია და ის ჟურნალის შემდეგი ნომრიდან გამოსწორებული იქნება.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოს სერბეთში საქართველოს ელჩი, დავით დონდუაც გამოეხმაურა, რომელმაც ფოტოს ავტორს შეტყობინებისთვის მადლობა გადაუხადა. 

განახლება: სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ილია კობერიძემ განაცხადა, რომ დიპლომატიურ ოფისს კომუნიკაცია ჰქონდა, როგორც სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე კომპანია Air Serbia-სთან, მათი მხრიდან ამ ფაქტზე სასწრაფო რეაგირებისა და განმარტების მოთხოვნით.

„კომპანია Air Serbia-მ ბოდიში მოიხადა მომხდარზე და განმარტა, რომ ეს არის მექანიკური ხარვეზი, რომელიც მომავალი თვის გამოცემაში აუცილებლად გამოსწორდება. საელჩოს ოფისმა კომპანიისგან და მისი აღმასრულებელი დირექტორისგან მოითხოვა ოფიციალური განმარტება მომხდარზე. 

სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაციისას დიპლომატიურმა ოფისმა დააფიქსირა მოთხოვნა აღნიშნული ნომრის ხმარებიდან ამოღების, ჟურნალის ინტერნეტ ვერსიაში დაუყოვნებლივი შესწორების შეტანისა და ჟურნალის მომდევნო გამოცემებში შესწორებული რუკის გამოქვეყნების შესახებ. 

დიპლომატიური ოფისი აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას როგორც სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისე Air Serbia-სთან, რათა მოკლე ვადაში უზრუნველყოფილი იქნას მომხდარზე სათანადო რეაგირება“, – აცხადებს ილია კობერიძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]