დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 3148 თბილისში ფიქსირდება, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 563
იმერეთი – 437
შიდა ქართლი – 277
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 226
კახეთი – 178
ქვემო ქართლი – 176
გურია – 148
მცხეთა-მთიანეთი – 92
სამცხე-ჯავახეთი – 66
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15
დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 42 439 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 35 928 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 4436 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1047 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი;
- 2075 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“ ლაბორატორიულად 979 235 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 922 411 უკვე გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს ჯამში 14 359 პირი ემსხვერპლა.