დღეს გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 3479 თბილისში დაფიქსირდა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 587
იმერეთი – 434
შიდა ქართლი – 254
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 199
ქვემო ქართლი – 159
გურია – 130
კახეთი – 130
სამცხე-ჯავახეთი – 85
მცხეთა-მთიანეთი – 84
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26
დღეს ინფიცირების 46 309 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 39 853 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 4379 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე, 1003 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი;
- 2077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 984 802 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 924 072 გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 14 395 პირი ემსხვერპლა.