weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ვაქცინაციის პროგრამას წამახალისებელი მექანიზმებით გავაგრძელებთ – გაბუნია

19:16 პარასკევი, 14 იანვარი 2022

„სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ამ პირობებში ვაქცინაცია არის ხსნა, თუმცა ვაქცინაციის პროგრამას გავაგრძელებთ კვლავაც წამახალისებელი მექანიზმების გამოყენებით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას ჟურნალისტმა ჰკითხა, დადგა თუ არა დრო, ჯანდაცვის სამინისტრომ საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად იფიქროს, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს. 

„სავალდებულო ვაქცინაცია – როგორც მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენ გარკვეული ვალდებულება დავაწესოთ მოსახლეობისთვის ვაქცინაციასთან მიმართებაში – ეს საკითხი არც სპეციალისტებს დაუყენებიათ და არც ჯანდაცვის პოზიციაა არ არის ამგვარი.

ვფიქრობთ, ის რესურსები, რაც დღეს ჩვენს ხელთ არსებობს, მათ შორის, ფინანსური წახალისების სახით, რამაც საკმაოდ თვალსაჩინო შედეგი მოგვცა, ისევ იქნება ის ბერკეტი, რომელსაც გამოვიყენებთ.

საჭირო იქნება ამის მეტად გაფართოვება, გაინტენსიურება, მაგრამ ისევ და ისევ თავად მოქალაქის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეისთვის, კორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 41.3%-ია აცრილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]