სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები, რომელთა ასაკი 10, 20 და 55 წელია, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით გურჯაანის და საგარეჯოს საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.