weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ავტობანზე მარილი არ იყრება და სიბნელეა

22:50 შაბათი, 15 იანვარი 2022

მძღოლები, რომლებიც მთავარ ავტომაგისტრალზე გადაადგილდებიან, აცხადებენ, რომ მოყინულ გზაზე მარილი არ იყრება და გარე განათებები გამორთულია. განსაკუთრებით რთული ვითარება გორის მონაკვეთთან არის.

თოვლისა და დაბალი ხილვადობის გამო მაგისტრალზე რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მგზავრები, მათ შორის, არასრულწლოვნები დაშავდნენ.

ავტობანზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. დასავლეთ საქართველოსკენ და პირიქით, თბილისისკენ მიმავალი მოქალაქეები უწყებისგან რეაგირებას ითხოვენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნდება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში კი ზვავსაშიშროება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 15-18 იანვარს, კოლხეთის დაბლობზე, ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმნის) დაზიანება გამოიწვიოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]