weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლაგოდეხში ქმარმა ყოფილი ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა და დანაშაულის დაფარვა სცადა – შსს

16:11 კვირა, 16 იანვარი 2022
ფოტოზე - ნონა ჭაბაშვილი ფოტოზე - ნონა ჭაბაშვილი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლის, 37 წლის ნონა ჭაბაშვილის გარდაცვალების საქმეზე მისი ყოფილი მეუღლე, 38 წლის გ.ბ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა ქალი გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა.

ნონა ჭაბაშვილი 15 იანვარს იპოვეს გარდაცვლილი სახლში, სადაც ის სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]