weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ნუ დავაკავშირებთ დევნილების პრობლემასთან“ – მინისტრი დევნილის სუიციდზე

15:46 ორშაბათი, 17 იანვარი 2022

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიუსამძიმრა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილთა ოჯახს, რომლის წევრმა გუშინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

როგორც მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, არ ეთანხმება შეფასებას, რომ თვითმკვლელობა დევნილების პრობლემას უკავშიდება.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს შეიძლება, რამე კავშირში იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. 

გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა და ჩემი თხოვნა იქნება, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან.

რაც შეეხება დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, მინისტრობის პირველივე დღიდანვე სამინისტროში კონსულტაციები იმართება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ პირადად არ იყო ჩართული დევნილების პრობლემის მოგვარებაში, აზარაშვილმა განაცხადა, რომ მის ახალ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს მისი მხრიდან სრული მანდატი აქვს, რომ დევნილების საკითხზე იმუშაობს.

„იგი შეხვდა მათ, გაეცნო მათ პრობლემებს, გააცნო ჩვენი სამოქმედო გეგმა, პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ბინებით უზრუნველყოფა ჩვენი მხრიდან და ვფიქრობ, რომ იქ ყველა ამ დეტალზე შეთანხმდნენ. ასევე, შეთანხმდნენ პერიოდულობაზე, თუ რა პერიოდულობით ვაცნობებდით პროგრესს ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. 

მინისტრის თქმით, 2012-დან 2021 წლის ჩათვლით ბინა 27 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა: „ჩვენი მომდევნი 3 წლის სტრატეგია არის, რომ მინიმუმ 13 000 ოჯახი უზრუნველვყოთ ბინით, მაგრამ, ვიმეორებ, ეს არის მინიმუმი და ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტი შეიძლება იყოს. გვრჩება 46 000 ოჯახამდე, რომლებსაც ეტაპობრივად დავაკმაყოფილებთ“.

ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი, 52 წლის მამაკაცი გუშინ 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადახტა და გარდაიცვალა. დევნილების განცხადებით, ის გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა და წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ბინით უზრუნველყოფას უშედეგოდ ითხოვდა. 

ბოლო კვირებია თბილისში, ზღვისუბანში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები პერიოდულად აქციებს მართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, ავარიულ შენობაში უწევთ ცხოვრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]